სტამბოლში უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავენ

სტამბოლში კონსტანტინოპოლის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გრძელდება. 3-დღიანი სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურულია და ვარაუდობენ, რომ უკვე დღეს სინოდმა შესაძლოა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.