"ქართუ ბანკის" განმარტება

‘’პოლიტიკა არაფერ შუაშია’’.  ქართუ ბანკი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის მილიონი ლარის ოდენობის სესხის მიცემასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ ოცნების რჩეულმა ყველა ძირითადი პარამეტრი დააკმაყოფილა, ბანკში ირწმუნებიან, რომ ეს არის ტიპიური სამომხმარებლო სესხი რომელსაც სალომე ზურაბიშვილი უკან დააბრუნებს.