ავარია კოსმოსურ ხომალდზე

ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაშვებულ რაკეტა-მატარებელ სოიუზზე აფრენიდან მალევე მეორე საფეხურის ძრავი გაითშა. ეკიპაჟი დედამიწაზე ავარიულად დაეშვა. რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავრი ნიკ ჰეიგი თავს კარგად გრძნობენ. კაფსულის დაშვების ადგილას სამხედრო პარაშურისტების ჯგუფი და ვერტმფრენები გაგზავნეს.  რა გახდა ავარიის მიზეზი, ამ  დროისთვის უცნობია. რუსეთის მთავრობამ მიზეზების დასადგენად სპეციალური კომისია შექმნა.