ნიკოლ ფაშინიანი გადადგომას გეგმავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 16 ოქტომბრამდე გადადგება. ამის შესახებ განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სომხეთში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ფაშინიანმა თარიღიც დაასახელა -  9 ან 10 დეკემბერი. 
ფაშინიანი გადადგომას ვადამდელი საპარლამენტი არჩევნების ცატარების პროვოცირებისთვსი აპირებს. ძალათა ამჟამად არსებული გადანაწილებით, პარლამენში უმრავლესობა სერჟ სარგსიანის მომხრეებს აქვთ, რომლებიც ფაშინიანს რეფორმების გატარებაში ხელს უშლიან. მოსახლეობის უმეტესობა კი ფაშინიანის სასარგებლოდ არის განწყობილი.