გინესის რეკორდების მსოფლიო დღე

გინესის რეკორდების წიგნმა რეკორდების მსოფლიო დღე მოაწყო და რამდენიმე საინტერესო რეკორდიც დააფიქსირა. ამერიკული საკალათბურთო შოუს „ჰარლემ გლობტროტერსის“ მოთამაშემ ბულ ბულარდმა ბურთი კალათში 18 მეტრიდან ჩააგდო და ამასთანავე უკან სალტოც გააკეთა.