ავსტრიაში რუსეთის ჯაშუში დააკავეს

ავსტრიაში ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი დააკავეს. მას ბრალად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება. განცხადება ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან კურცმა გააკეთა.  მისი თქმით, თუკი ბრალდება დადასტურდა, ეს რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დათბობას ხელს ვერ შეუწყობს.