„კომიქსების მამა“ გარდაიცვალა

შეერთებულ შტატებში 95 წლის ასაკში კომიქსების მამა, სტენ ლი გარდაიცვალა. ის ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში ორშაბათს დილას მიიყვანეს. ინფორმაცია ლის ქალიშვილმა გაავრცელა.

მწერალმა, რედაქტორმა და სცენარისტმა სტენ ლიმ რამდენიმე მხატვართან თანაავტორობით ისეთი პერსონაჟები შექმნა,როგორებიც არიან სპაიდერმენი, ჰალკი, რკინის კაცი, იქს-ადამიანები და სხვები.

სტენ ლი  ამერიკული კომპანია „მარველ კომიქსის“ მთავარი რედაქტორი, გამომცემელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. საავადმყოფოში ის პირველად თებერვალში, გულის და სასუნთქი გზების პრობლემების გამო დააწვინეს. ბოლო თვეების განმავლობაში მას რამდენიმე საჯარო ღონისძიების გადადება მოუხდა ჯანმრთელობის პრობლემების გამო .