დონალდ ტრამპის თვითერ-დიპლომატია

დონალდ ტრამპის სამიზნედ კანადის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრების და გერმანიის კანცლერის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტიც იქცა. პარიზიდან დაბრუნებიდან მეორე დღესვე დონალდ ტრამპმა ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ სოციალური ქსელით ომი წამოიწყო. პარიზში ტრამპი მსოფლიოს სხვა 70 ლიდერთან ერთად პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.