ციმბირში ჩარჩენილები

პარიზი-შანხაის რეისის 282 მგზავრი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მეგაპოლისის ნაცვლად ირკუტსკის სასტუმროში აღმოჩნდა. ეარ ფრანსის თვითმფრინავმა ციმბირის ამ ქალაქში ავარიული დაფრენა განახორციელა. მიზეზი პილოტების კაბინაში დაკვამლიანება გახდა. ფრანგულმა ავიაკომპანიამ მგზავრების გადასაყვანად მეორე თვითმფრინავი გაგზავნა, თუმცა აფრენისას მასაც პრობლემა შეექმნა. ლაინერის ჰიდრავლიკური სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.