ვარდისფერი ბრილიანტი 50 მილიონად

უიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტი, რომლის წონაც 19 კარატია, ჟენევაში, კრისტის აუქციონზე 50 მილიონ დოლარად გაიყიდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ყველაზე მკვეთრად გამოხატული ვარდისფერი ბრილიანტია, რომელიც ოდესმე გასაყიდად გაუტანიათ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ განსაკუთრებული მახასიათებლები და წარმომავლობა ამ ქვას მსოფლიოში უძვირფასეს ბრილიანტად აქვევს.