ხანძარი კალიფორნიაში - დაღუპულთა რიცხვი იზრდება

70-მდე დაღუპული და 600 დაკარგული - ამგვარია ამ დროისთვის კალიფორნიაში სატყეო ხანძრების შედეგი. შტატში მთლიანად განადგურდა რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი პარადაიზი. ადამიანებმა დაკარგეს სახლები და მთელი ქონება. მაშველები დაღუპულთა ცხედრების ძებნას განაგრძობენ. ისინი პირველ რიგში აუზებს და დამწვარ მანქანებს ამოწმებენ, სადაც დაღუპულთა პოვნის მეტი შანსი არსებობს. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ბუნებრივი კატასტროფიდან საჭირო დასკვნებს გამოიტანენ.