როგორ შეიძლება მოხვდეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე?

ევრო 2020-ზე 24 გუნდი ითამაშებს. ამათგან 20 გუნდი ტურნირზე შესარჩევი ეტაპიდან მოხვდება, დანარჩენი 4 ნაკრები კი ერთა ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები იქნებიან.

I ვარიანტი:

2 დეკემბერს ნიონში ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია განთესილი უნგრეთთან, რუმინეთთან, ალბანეთთან, მონტენეგროსთან, კვიპროსთან, ესტონეთთან, სლოვენიასთან და ლიეტუვასთან ერთად.

გუნდები ათ ჯგუფში განაწილდებიან, საიდანაც 2-2 საუკეთესო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

II ვარიანტი:

იმ შემთხვევაში თუ საქართველო შესარჩევ ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე ვერ გავა, ევრო 2020-ზე მოხვედრა უეფას ერთა ლიგის D ჯგიფის გამარჯვებულის სტატუსით შეეძლება. უეფას ერთა ლიგის D ჯგუფის ½ ფინალში საქართველო ბელარუსს შეხვდება. მატჩი თბილისში, 2020 წლის მარტში გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად მაკედონია - კოსოვის წყვილში გამარჯვებულის დაუპირისპირდება

შენიშვნა: მეორე ვარიანტი ძალაშია იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ევრო 2020-ზე პირველი ვარიანტით ვერ გავა.