მოსკოვში მამაკაცს თვითმფრინავი დაეჯახა

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავი ადამიანს დაეჯახა. ბოინგ 737 მოსკოვი-ათენის რეისის შესასრულებლად ემზადებოდა, როდესაც სადისპეჩეროს პილოტებმა უცნობ საგანთან დაჯახების შესახებ აცნობეს. შემოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი მამაკაცს დაჯახებია.