გერმანიაში სასკოლო ავტობუსი შენობას დაეჯახა

გერმანიაში ქალაქ ჰაიდელბერგის გარეუბანში სასკოლო ავტობუსი შენობის კედელს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად 20 ბავშვი დაშავდა. ცნობილი გახდა, რომ ავრობუსის მძღოლს მუხრუჭი არ გამოუყენებია. მძღოლი დაკავებულია და მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

არეულობები საბერძნეთში

ათენში, საბერძნეთის პარლამენტის წინ, სინტაგმას მოედანზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები და ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მიხაი ტუდოსე თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი პრემიერსა და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ლიდიუ დრაგნიას შორის წარმოქმნილი კონფლიქტი გახდა. დაპირისპირების შემდეგ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა კომიტეტმა პრემიერ უნდობლობა გამოუცხადა.

მადრიდი კარლეს პუჩდემონს ისევ ემუქრება

ესპანეთის ხელისუფლება ძალაში დატოვებს კატალონიისთვის თვითმმართველობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას, თუკი რეგიონის ახალი მეთაური უფლებამისილების განხორციელებას უცხო ქვეყნიდან შეეცდება. ეს განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ გააკეთა. 

განგაში რუსული რაკეტმზიდების გამო

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალებში გამოცხადებული განგაშის გამო Eurofighter Typhoon-ის ტიპის 2 გამანადგურებელი შოტლანდიაში მდებარე ლოსიმუთის ავიაბაზიდან აფრინდა. 

კოლუმბიაში ხიდი ჩაინგრა

კოლუმბიის ცენტრალურ რეგიონში მშენებარე ხიდი ჩაინგრა. ინცოდენტის შედეგად  10 ადამიანი დაიღუპა. ათივე მათგანი ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. ისინი 280 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდნენ.

მოდელები ფოტოგრაფების წინააღმდეგ

მამაკაცი მოდელები და ასისტენტები, რომლებიც მაღალი მოდის სფეროში მოღვაწე ფოტოგრაფებთან მუშაობენ მარიო ტესტინოსა და ბრიუს ვებერს საქსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. თაიმში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ხშირად საკმაოდ რთულ სიტუაციაში იყვნენ. 

"ბრავო" ტვ პირველზე

ტვ პირველის მაყურებელი დღეიდან ახალ მუსიკალურ პროექტს, “ბრავოს” იხილავს. პროექტი, ტვ პირველთან და ბრავო რექორდსთან ერთად ხორციელდება. პროექტს საქველმოქმედო დატვირთვა აქვს და 6 წლის ნიკოლოზ დავითულიანის დასახმარებლად ეწყობა, რომელიც მწვავე ლეიკემიას ებრძვის. დღეს მაყურებლის წინაშე ჯგუფი მგზავრები წარსდგება, საღამოს კი გეგა ფალავანდიშვილი წარუძღვება. გადაცემა ეთერში 23 საათზე გავა.

საქართველოს პრეზიდენტს მესამე შვილი შეეძინა

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პირველ ლედის მაკა ჩიჩუას მეორე საერთო შვილი - თომა მარგველაშვილი შეეძინათ. წყვილის პირველი ვაჟი თემო მარგველაშვილი თებერვალში 3 წლის გახდება.

ირაკლი კობახიძე ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრეს პარლამენტის თავმჯდომარემ და ლატვიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარემ. ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად უკვე მეორე დღეა ლატვიაში იმყოფება.

დაკავება ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე

სამართალდამცველებმა ყალბი ფულის შენახვა - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში სამი პირი მისცეს. ერთ შემთხვევაში, ბრალდებულებმა, ქვემო ქართლში არსებულ სავაჭრო ობიექტში ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, თბილისში, ყალბი 100-დოლარიანი და 100 თურქული ლირის ნომინალის კუპიურა გაასაღეს.

    შემდეგი გვერდი →