COVID-19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა

09.10.21 12:10
COVID-19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო  24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 29 ადამიანი ემსხვერპლა. დადასტურდა 2 844 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 814 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.48%-ია, ბოლო 14 დღის – 5.94% ხოლო 7 დღის  – 7.01%.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 38 042 ტესტი.