გაზრდილი კოვიდსტატისტიკა - მშობელთა გაერთიანება ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

11.10.21 17:28
გაზრდილი კოვიდსტატისტიკა - მშობელთა გაერთიანება ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "მშობლები განათლებისთის" პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წარმომადგენლებს წერილით მიმართავს. მესამე სექტორი გაზრდილი კოვიდსტატისტიკის გამო ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რათა სკოლამდელ და ასევე, სასკოლო დაწესებულებებში კოვიდით ინფიცირების რისკები მინიმუმამდე შემცირდეს. 

ჩვენ, მშობლებს, მიგვაჩნია, რომ საბავშვო ბაღებისა და სკოლების გახსნის პარალელურად მთავრობის ყურადღების ეპიცენტრში უნდა იყოს covid 19-თან  დაკავშირებული რისკების მართვა და ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა. მშობლებისთვის ბუნდოვანია, რა მოტივით თქვა უარი ხელისუფლებამ დაწესებული კრიტერიუმების შესრულების აუცილებლობაზე. კერძოდ, დადებითობის მაჩვენებლის 4%-იან ზღვარზე, პედაგოგებში ვაქცინაციის 80%-იან ნიშნულსა და დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებაზე რეგიონულ ჭრილში. პროცესის გაუმჭვირვალობა გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არათანმიმდევრულია. კოვიდსტატისტიკის ზრდის ფონზე უკიდურესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი, რათა შევუნარჩუნოთ ბავშვებს უსაფრთხო და ბუნებრივ გარემოში განვითარების შესაძლებლობა, - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის წერილში.