კორონავისუსის გაზრდილი სტატისტიკა - საქართველოში ტვინდემია იწყება

12.10.21 11:41
კორონავისუსის გაზრდილი სტატისტიკა - საქართველოში ტვინდემია იწყება

4 774 ინფიცირებული და 37 გარდაცვლილი - ქვეყანაში კორონავირუსმა ახალი ძალებით იფეთქა. შეზღუდვების გაუქმების შემდეგ ეს ინფიცირების  ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოში  ტვინდემია იწყება.  ტვინდემია სეზონური გრიპის და კორონავირუსის ერთდროული გავრცელებაა, რაც ეპიდემილოგიურ ვითარებას კიდევ უფრო  დაამძიმებს, რადგან ვირუსის დიაგნოსტიკა გართულდება. 

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მრავალრიცხოვანი აუცრელი მოქალაქის ფონზე ქვეყანას ვირუსის ამ ტალღის დაძლევა გაუჭირდება. 

ვირუსთან ბრძოლის მექანიზმებსა და სტრატეგიასთან დაკავშირებით დღეს პრემიერის ადმინისტრაციაში საგანგებო თათბირია ჩაინუშნული.