13 ათასი აცრა ერთ კვირაში - ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა

12.10.21 13:07
13 ათასი აცრა ერთ კვირაში - ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდა. ქვეყნის მასშტაბით ამცრელი პუნქტები ცარიელია. ბოლო 12 საათში ქვეყანაში მხოლო 6 ათასი აცრა ჩატარდა, რომლის დიდი ნაწილიც მეორე დოზით აცრას წარმოადგენდა. რაც შეეხება ერთი კვირის მაჩვენებელს, პირველი დოზით ქვეყანაში მხოლოდ 13 ათასი ადამიანი აიცრა, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში კი წერია, რომ დღიურად მინიმუმ 20 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს. 

მოახლოებული ტვინდემიის ფონზე ექიმები ვაქცინაციის ტემპის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ.  

ჩვენ წინასწარი მონაცემებით, რაც გვქონდა განსაზღვრული მოლოდინი ასეთი მატების ნოემბერი-დეკემბრის თვის იყო და არა ახლა, ოქტომბერში, ამიტომ ამის საპირისპირო ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი და ალბათ გადამწყვეტი, ეს არის ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. სამწუხაროდ, პირიქით, ინფიცირებულთა მაჩვენებლი მატულობს, ვაქცინაციის მაჩვენებლი მცირდება. შეზღუდვების აუცილებლობა ალბათ განპირობებული იქნება შემთხვევების რაოდენობის, - ამბობს იაშვილის ბავშვტა კლინიკის დირექტორი, ივანე ჩხაიძე.