არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე - თენგიზ ცერცვაძე

12.10.21 13:22
არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე - თენგიზ ცერცვაძე

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი იმ მასწავლებლებს აკრიტიკებს, ვინც აცრაზე უარს აცხადებს. ცერცვაძე აბსურდის თეატრს უწოდებს იმ გარემობას, სადაც ადამიანებს ერთის მხრივ კოვიდით გამოწვეული საფრთხეების და შეზღუდვების თავიდან არიდება უნდათ, ხოლო მეორე მხრივ, ამისთვის არაფერს აკეთებენ. 

არ შეიძლება, კიდევ გეუბნებით, აბსურდის თეატრში ვიმყოფებოდით ერთის მხრივ, არ გვინდოდეს კოვიდის გავრცელება, არ გვინდოდეს შეზღუდვების გაზრდა, არ გვინდოდეს გარდაცვალების მაღალი რიცხვი, ვის უნდა ეს და მეორე მხრივ, კატეგორიულად არაფერს ვაკეთებდეთ. მე არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენთავიანთ აღსაზრდელებს, - ამბობს ცერცვაძე.