შემდეგ ორ თვეში სულ მცირე 2 000 ჩვენს მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკდილი - კულუმბეგოვი

12.10.21 14:01
შემდეგ ორ თვეში სულ მცირე 2 000 ჩვენს მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკდილი - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მძიმე პროგნოზს აკეთებს და წერს, რომ შემდეგ ორ თვეში სულ მცირე 2 000 ჩვენს მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკდილი.

ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი! ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი! შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკდილი. პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ 1800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები 10X-ზე მეტჯერ ამცირებენ სიკვდილის შანსს აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!"- წერს კულუმბეგოვი. 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა - 37 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 1623.