წელს გრიპი უფრო სერიოზული იქნება... ტვინდემია, რომ დამცინით - ამირან გამყრელიძე

12.10.21 14:12
წელს გრიპი უფრო სერიოზული იქნება... ტვინდემია, რომ დამცინით - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ტვინდემიის მნიშვნელობას განმარტავს და ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით სეზონური გრიპი უფრო სერიოზული იქნება.

შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაიარა, რადგან კოვიდმა "დაჩაგრა" გრიპი და თითქმის არ გვქონდა. წელს, როგორც პროგნოზირებენ, გრიპი უფრო სერიოზული იქნება, ამიტომ განიხილება ის ტერმინი, რომელზეც დამცინით, მაგრამ არის ეს ტერმინი დაკვიდრებული - ტვინდემია, "თვინინგი" იცით, ხომ, რაც არის?, - ამბობს გამყრელიძე. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის მხრივ გაუარესებული ვითარების გამო სპეციალისტები ახალი შტამის გამორიცხვის მიზნით კვლევებს ატარებენ. 

ვიკვლევთ [ახალ შტამებს] იმიტომ, რომ ერთ-ერთ ფაქტორად გვინდა, რომ გამოვრიცხოთ, რადგან ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე და ვიკვლევთ. ჯერ არაა [დადასტურებული], ჯერ ყველა დელტაა, - თქვა გამყრელიძემ.