ვაქცინაცია ჩავარდა - ქვეყანაში კოვიდ 19-ის მეხუთე ტალღა იწყება

16.10.21 13:48
ვაქცინაცია ჩავარდა - ქვეყანაში კოვიდ 19-ის მეხუთე ტალღა იწყება

საქართველოში ვაქცინაცია ჩავარდა.  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები გამოუყენებელი რჩება. ვაქცინაციის ცენტრები ცარიელია, ხელისუფლება კი ვითარების გამოსაწორებლად არაფერს აკეთებს. პარალელურად, ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი უარესდება, რაც მეხუთე ტალღის დასაწყისისს ნიშნავს. სპეციალისტების თქმით, მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლაში დამარცხდა. 

ვაქცინაციის ტემპი კატასტროფულად დაწეულია. თითქმის მეათედია იმ რაოდენობის მომართვიანობის, რაც აქამდე იყო. ჩემი მოსაზრება ასეთია, ვისაც უნდოდა, ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა და ახლა დარჩენილ მოსახლეობასთან ძალიან სერიოზული მუშაობაა საჭირო, ან უნდა დაწესდეს გარკვეულ ჯგუფებზე მანდატორულად, რომ უნდა იყვნენ აცრილები, იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ ვაჩერებთ პანდემიას. ასე თუ გაგრძელდება, ის სკოლები, რომლებიც ახლა გახსნილია, ონლაინ მოუწევთ გადასვლა, - ამბობს სპეციალისტი.