წყალში გადაყრილი 800 ათასი ლარი - პრემიერის კიდევ ერთმა პროექტმა კრახი განიცადა

19.10.21 11:46
წყალში გადაყრილი 800 ათასი ლარი - პრემიერის კიდევ ერთმა პროექტმა კრახი განიცადა

წყალში გადაყრილი 800 ათასი ლარი - პრემიერის კიდევ ერთმა პროექტმა სრული კრახი განიცადა. ვაქცინირებული ადამიანების წამახალისებელი ლატარეისთვის ბიუჯეტიდან  800 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა აცრის გაკეთების მსურველთა რიცხვი გაზრდის ნაცვლად, შემცირდა. ასევე, მთავრობამ ბიუჯეტიდან თანხა იმ ოჯახის ექიმებისთვის განსაზღვრა, რომლებიც 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნებენ.

სპეციალისტების ვაქცინაციის ჩავარდნილ კამპანიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ  ვაქცინისადმი საზოგადოების ნდობა ფულით არ იზრდება. 

ლატარეას და მსგავს წამახალისებელ მეთოდებს, მსოფლიო გამოცდილებამ გვაჩვენა, არანაირი ეფექტი არ აქვს ვაქცინაციასთან მიმართებაში. მთავარია მოქალაქეების დარწმუნება და ყველა საჭირო კითხვაზე პასუხის გაცემა, მხოლოდ ამით შევძლებთ ჩვენ იმ მოქალაქეების დარწმუნებას, რომლებიც ორჭოფობენ, გაიკეთონ თუ არა ვაქცინა. ვაქცინაციის ეს ტემპი ცალსახად გვიჩვენებს, რომ ის ფინანსები არ იყო ეფექტურად გამოყენებული და პოლიტიკა, რაც დაგეგმა ხელისუფლებამ ვაქცინასციასთან მიმართებაში, იყო არაეფექტური, არარეალური, - ამბობს ვახტანგ კალოიანი.