უარი სავალდებულო ვაქცინაციაზე - ჯანდაცვის ექსპერტები პრემიერის განცხადებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ

25.10.21 11:57
უარი სავალდებულო ვაქცინაციაზე - ჯანდაცვის ექსპერტები  პრემიერის განცხადებაში პოლიტიკურ მოტივს ხედავენ

ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, პრემიერ-მინისტრის  განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველოში ვაქცინაცია სავალდებული არ გახდება, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას პოპულისტურს უწოდებს და ამბობს, რომ ვაქცინაციის კამპანია ქვეყანაში არ ჩატარებულა. 

ასეთი განცხადებები მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და აბსოლუტურად არ არის ეს ზრუნვა ქვეყანაზე. როცა ადამიანს ეუბნებიან სპეციალისტები, ვინც იციან, რაშია საქმე, იმიტომ, რომ ქვეყანაში არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ  ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო აქტიური და ამავე დროს გამოდიხარ და „არ იქნება“, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან იაფფასიანი პოპულისტური განცხადება, - ამბობს ვატო სურგულაძე.

ამავე აზრს იზიარებს ექიმი ვახტანგ კალოიანიც. კალოიანის თქმით, "ოცნება" ამ გზით წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებას ცდილობს. 

საქართველოში უნდა იყოს ან სავალდებული იმუნიზაცია, ან სავალდებული ტესტირება იმ ადამიანიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ პედაგოგებად, ექიმებად, პოლიცია, ჯარი, მოქალაქეების დიდი ჯგუფი წინააღმდეგია და არ არის თანახმა ვაქცინაციაზე, თუმცა ამის მიზეზი არის არასრული ინფორმირება მათი, შესაბამისად, „ოცნება“ ცდილობს, ეს ყველაფერი გამოიყენოს წინასაარჩევნო პროცესში ხმების მობილიზაციისთვის, - ამბობს კალოიანი.