კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში რეგულაციები ამოქმედდა

28.11.21 10:35
კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში რეგულაციები ამოქმედდა

 მსოფლიოში კორონავისურის ახალი შტამის "ომიკრონის" გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

კერძოდ,  ნებისმიერი პირი,  რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში,  შემდეგ 8 ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში გაივლის.

ეს ქვეყნებია:

სამხრეთ აფრიკა
ბოცვანა
ზიმბაბვე
ნამიბია
ლესოტო
ესვატინი (სვაზილენდი)
მოზამბიკი
მალავი

14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.

საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში PCR- კვლევის და საკარნტინე ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.