კორონავირუსს კიდევ ერთი ჩვილი ემსხვერპლა

05.01.22 12:40
კორონავირუსს კიდევ ერთი ჩვილი  ემსხვერპლა

კოვიდ 19-მა კიდევ ერთი ახლშობილის სიცოცხლე შეიწირა. ციციშვილის კლინიკაში 4 თვის ჩვილს  გული რამდენიმე საათის წინ გაუჩერდა.

ვირუსით ინფიცირებული ახალშობილი კლინიკაში  ახალი წლის ღამეს შეიყვანეს, თუმცა  ბავშვის გადარჩენა მედიკოსებმა  ვერ შეძლეს. ახლშობილის ინფიცირების წყარო, სავარუდოდ, მისი ოჯახის წევრი გახდა.

ექიმების ინფორმაციით, ჩვილის  მდგომარეობა თანმდევმა დაავადებამ კიდევ უფრო დაამძიმა.

შემოვიდა 31-ში ჩვენთან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას ჰქონდა კომბინირებული თანდაყოლილი მანკი. იყო დაბადებული დღენაკლული, ძალიან დაბალი წონის და დაავადების შემდეგ ეს ბავში სულ მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო შემოსვლისთანავე,  გადარჩენა ვერ მოხერხდა ამ კომბინაციის გამო, კოვიდ  ინფექციის და გულის თანდაყოლილი მანკის, - განაცხადა ექიმმა. 

ამ დროისათვის ციციშვილის კლინიკის  რეანიმაციუკლ განყოფილებაში 10-მდე ბავში მკურნალობს, ამათგან ერთის მდგომარეობა შედარებით კრიტიკულია.