1 788 ახალი შემთხვევა, 31 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

11.05.21 10:56
1 788 ახალი შემთხვევა, 31 გარდაცვლილი -  კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ  1788  ადამიანს დაუდასტურდა,   31 პაციენტი გარდაიცვალა.  ვირუსისგან განიკურნა 1 251 ადამიანი. 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 532 კვლევა, აქედან 20 349 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 8 183 PCR-ით.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,76%-ია, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%.