1 409 ახალი შემთხვევა, 27 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

12.05.21 11:00
1 409  ახალი შემთხვევა, 27 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1 409 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი, 1 256  ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 275 კვლევა -  27 699 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 576 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 4 433 ადამიანი აიცრა. ჯამში 71 570 ადამიანი.

დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ია, ბოლო 14 დღის - 5,82%, ბოლო 7 დღის - 5,48%.