ფოთში კორონავირუსით 48 წლის ექთანი გარდაიცვალა

12.05.21 14:12
ფოთში კორონავირუსით 48 წლის ექთანი გარდაიცვალა

ფოთში კორონავირუსით 48 წლის ექთანი გარდაიცვალა - "პირველების" კორესპონდენტის ცნობით, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთანს, ირმა თოფურიას, "კოვიდ-19"-ი მეორეჯერ, 8 თვის შემდეგ, დაუდადსტურდა.

როგორც სასწრაფოს დირექტორი, კესო გელენიძე, აცხადებს, მკურნალობის პერიოდში ექთნის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად  ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა,  მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ  დღეში უეცრად დამძიმდა. მერე გადავიყვანეთ თბილისში ლევან რატიანთან, სადაც დღემდე ათი დღე მკურნალობდა. დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა"_ განაცხადა საგანგებო სიტუაციების, კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა, კესო გელენიძემ.

გარდაცვლილი მედდის ახლობლების თქმით, კორონავირუსის მეორედ მოხდიდან,  ირმა თოფურიას სუნთქვითი და გულისუკმარისობა განუვითარდა, კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც წუხელ გვიან ღამით გარდაიცვალა. მათივე ცნობით, გარდავლილ მედდას შემხებლობა ჰქონდა ინფიცირებულებთან და სავარაუდოდ პაციენტებისგან დაინფიცირდა.