ყველანაირი საფუძველია, რომ ქვეყანაში ძლიერი ლოქდაუნი შემოიღო - გამყრელიძე

12.05.21 16:07
ყველანაირი საფუძველია, რომ ქვეყანაში ძლიერი ლოქდაუნი შემოიღო - გამყრელიძე

ჩვენი ეკონომიკა რომ იძლეოდეს საშუალებას, დღეს ყველანაირი საფუძველია იმისა, რომ ქვეყანაში ოთხიდან ექვს კვირამდე ძლიერი “ლოქდაუნი” შემოიღო - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  FORBES HEALTH-ში სტუმრობისას განაცხადა. 

ამას უკვე დღევანდელი ეკონომიკა ვერ გაუძლებს, განსხვავებით წინა გაზაფხულისა, როდესაც იყო რეზერვები, დახმარების მეტი მოლოდინი, საშუალება და ხალხის დამყოლობა ძლიერი იყო. დღეს ეს სამივე კომპონენტი, სამწუხაროდ, ვერ იმუშავებს. ამიტომ ახლა არის ე.წ ოქროს შუალედი და დანის პირზე სიარული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „კომენდანტის საათის“ ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მობილობა მაქსიმალურად შემცირდეს. გამყრელიძის განმარტებით, მობილობის შემცირება ნებისმიერი პანდემიის დროს ეპიდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია.

მხოლოდ ამისთვის არის შემოღებული, შაბათ-კვირას რესტორნების არფუნქციონირებაც, ამას სხვა ახსნა არ აქვს“, - დასძინა მან.

ვრცლად