booking.moh.gov.ge ხარვეზებით მუშაობს - NCDC-ის თქმით შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება

12.05.21 22:00
booking.moh.gov.ge ხარვეზებით მუშაობს - NCDC-ის თქმით შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება

დღეს, 12 მაისს, 20:00 საათიდან Sinopharm-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა სარეგისტრაციო პორტალი booking.moh.gov.ge ხარვეზებით მუშაობს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილი აქვს  გაუთვალისწინებელ დროებით ტექნიკური შეფერხებას, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება:

აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე  შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში. 
ბოდიშს გიხდით წინასწარ გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეფერხებისთვის!"- წერია განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ,  20:00 საათიდან დაიწყო რეგისტრაცია AstraZeneca-ს დოზებზე 45 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვისაც.