1390 ახალი შემთხვევა, 18 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

14.05.21 11:04
1390 ახალი შემთხვევა, 18  გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1390  ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 18 პაციენტი, 1070 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.61%-ია.

ამ დროის მონაცემებით, სულ აცრილია - 81076 პირი, დღიურად აცრილია - 3722.