კომენდანტის საათმა შესაძლოა, გადაიწიოს - თამარ გაბუნია

14.05.21 17:33
კომენდანტის საათმა შესაძლოა, გადაიწიოს - თამარ გაბუნია

კომენდანტის საათმა შესაძლოა, გადაიწიოს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, განაცხადა. გაბუნიას თქმით, საუბარი არ არის კომენდანტის საათის გაუქმებაზე, რადგან ქვეყანაში ვაქცინირებული ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არსებობს. 

პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა. აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია" ,- თქვა თამარ გაბუნიამ.