Pfizer-თან მოლაპარაკება მილიონ დოზაზე გვაქვს - ღარიბაშვილი

17.05.21 11:53
Pfizer-თან მოლაპარაკება მილიონ დოზაზე გვაქვს - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, თქმით, Pfizer-ის  ვაქცინის მილიონ დოზაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ Pfizer-ის  ვაქცინის დოზები საქართველოში  ზაფხულში შემოვა.

 

ვაქცინების თაობაზე საკმაოდ წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღება ვაქცინების, მეორე არის უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში დეტალური ინფორმაციით წარვდგებით საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად, საუბარია ფაიზერის დამატებით ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნისი-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ჩართული ვიყავი, ფაიზერის პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში 89 260 ადამიანია აცრილი.