კვების ობიექტებს ღია სივრცეში სტუმრების მიღება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ

17.05.21 13:09
კვების ობიექტებს ღია სივრცეში  სტუმრების მიღება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები მსუბუქდება და კვების ობიექტებს ღია სივრცეში სტუმრების მიღება შაბათ-კვირასაც შეეძლებათ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იცით, საქართველოს მასშტაბით შაბათ-კვირას აკრძალულია კვების ობიექტების მუშაობა. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ეკრძალებათ სტუმრების მიღება და მხოლოდ მიტანა-გატანის სერვისზე მუშაობენ. აღნიშნული რეგულაციაც მსუბუქდება. კერძოდ, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ რეგულაციების სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.