"სინოვაკით" ასაცრელად რეგისტრაცია 21 მაისს, ვაქცინაცია კი 24 მაისს დაიწყება

19.05.21 13:02
"სინოვაკით" ასაცრელად რეგისტრაცია 21 მაისს, ვაქცინაცია კი 24 მაისს დაიწყება

​ჩინურ ,,სინოვაკზე" რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება, ვაქცინაცია კი- 24 მაისს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, პარასკევს გამოცხადდება მისი რეგისტრაციის პროცესი, ხოლო თვითონ ადმინისტრირება ვაქცინის უკვე ორშაბათიდან საქართველოს მასშტაბით. ეს განსაზღვრულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის. 

ამ ვაქცინის ეფექტურობა ინდონეზიის კვლევებით ადის 90%-მდე. ჯანმო-ს არ დაველოდებით, რადგან უკვე პირველი ჩინური ვაქცინა, პირველი დოზები თითქმის ამოწურულია. მოთხოვნილება დიდია საკმაოდ ქვეყანაში, უკვე იზრდება ვაქცინაციის მიმართ და არ არის სასურველი, რომ შევაჩეროთ ახლა", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

"სინოვაკით" აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.