ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინით, მათ შორის, ,,სინოფარმით" აცრილებს საზღვარს უხსნის

19.05.21 16:06
ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინით, მათ შორის, ,,სინოფარმით" აცრილებს საზღვარს უხსნის

ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინით, მათ შორის, ,,სინოფარმით" სრულად აცრილ პირებს საზღვარზე შეუშვებს. ამის შესახებ  შეთანხმება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს შორის მოხდა. 

ევროკავშირის საზღვრის კვეთა შეეძლებათ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით: ფაიზერით, მოდერნათი, ჯონსონი & ჯონსონით, ასტრაზენეკათი და სინოფარმით სრულად აცრილ პირებს. ვაქცინებს შორის არ შედის ჩინური "სინოვაკი", რომელსაც ჯერჯერობით არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და არც ევროპის 35 მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია არ აქვს მიღებული. 

ევროკავში უსაფრთხო ქვეყნების  სიაზე პარასკევს იმსჯელებს. ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მოქალაქეებს კი  ვაქცინის გარდა,  PCR ტესტის საფუძველზეც შეეძლებათ შესვლა.