1-2 ჭიქა ალკოჰოლის მიღება არც აცრამდე, არც აცრის შემდეგ პრობლემა არ არის - პაატა იმნაძე

19.05.21 16:45
 1-2 ჭიქა ალკოჰოლის მიღება არც აცრამდე, არც აცრის შემდეგ პრობლემა არ არის - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ მცირე რაოდენობის ალკოჰოლის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. 

დიდი რაოდენობის ალკოჰოლის მიღება გინდა, აცრილი იყო, გინდა, არ იყო აცრილი, მაინც არ არის რეკომენდებული, მითუმეტეს აცრის დროს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ნამდვილად  არაა რეკომენდებული, მაგრამ 1-2 ჭიქა ალკოჰოლის მიღება არც აცრამდე, არც აცრის შემდეგ ნამდვილად არ წარმოადგენს არავითარ პრობლემას", - თქვა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, ვაქცინაციის შემდეგ არც ბანაობის შეზღუდვაზე არსებობს რეკომენდაცია.  

ზოგიერთი ჩვენი ექიმი აცრის შემდეგ ეუბნება, რომ არ იბანაოთო, ზოგი ეუბნება,  3 დღე არ იბანაოო, არავითარი საჭიროება იმისა, რომ აცრის შემდეგ არ ვიბანაოთ, აცრის შემდეგ აკრავენ პლასტირებს. იმ წუთშივე ნუ ვიბანავებთ, რომ ავიცრებით, რამდენიმე ხნის შემდეგ ტანის დაბანა პრობლემა არ არის", - ამბობს იმნაძე.