1064 ახალი შემთხვევა, 29 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

21.05.21 11:05
1064 ახალი შემთხვევა, 29 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1064 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 29 ადამიანი, 1135 კი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 564 კვლევა, მათ შორის 10 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 676 PCR ტესტით.

20 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.16%-ა, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.13%.