1071 ახალი შემთხვევა, 33 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

22.05.21 10:58
1071 ახალი შემთხვევა, 33 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 680 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო  33 გარდაიცვალა.

21 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.57%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 4.11%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 4.18%.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 336 840 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 069, გარდაიცვალა 4 602 პაციენტი.