733 ახალი შემთხვევა, 20 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

23.05.21 11:03
733 ახალი შემთხვევა, 20 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 733 შემთხვევა  გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1530 პაციენტი.

 ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით.

 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

თბილისში - 425
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 70
აჭარა - 62
იმერეთი - 54
ქვემო ქართლი - 35
კახეთი - 27
შიდა ქართლი - 18
მცხეთა-მთიანეთი - 17
სამცხე-ჯავახეთი - 13
გურია - 8
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი  4,32%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.21%.