Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია - ახალი კვლევა

23.05.21 11:58
Pfizer-ისა და  AstraZeneca-ს ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია - ახალი კვლევა

Pfizer-ისა და  AstraZeneca-ს  2 დოზით ვაქცინაცია  ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისის" კვლევით, პირველი დოზის შემდეგ ეფექტურობა მხოლოდ 33%-ს შეადგენდა.

Pfizer-ის ორივე დოზის მიღების შემდეგ  ორ კვირაში, ინდურ შტამთან, 66%-იანი ეფექტურობა აჩვენა, ბრიტანულ შტამთან კი - 93%-იანი.

AstraZeneca-ს ორი დოზა კი  60%-ით ეფექტური აღმოჩნდა ინდური ვარიანტის მიმართ, ბრიტანულის მიმართ კი - 66%-ით.