1 354 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

25.05.21 10:47
 1 354 ახალი შემთხვევა, 15 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო  15 გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა, აქედან 21 054 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 404 PCR-ით.

25 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 117 354 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,45%-ია, ბოლო 14 დღის - 3,86%, ბოლო 7 დღის - 4,05%.