არაა გამორიცხული, აგვისტოში ისევ დაიწყოს შემთხვევების ზრდა - ამირან გამყრელიძე

25.05.21 13:37
არაა გამორიცხული, აგვისტოში ისევ დაიწყოს შემთხვევების ზრდა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აგვისტოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესება ზაფხულის ბოლოს  გლობალურად არის მოსალოდნელი. 

გლობალური პროგნოზი არის ასეთი, რომ გლობალურად შემთხვევათა რაოდენობა ნელი ტემპით მოიკლებს. არ არის გამორიცხული, რომ აგვისტოში, აგვისტოს ბოლოსკენ, ისევ დაიწყოს, როგორც ევროპაში, ისევე გლობალურად, შემთხვევების ზრდა, ძირითადად ახალი, მუტირებული შტამების ხარჯზე. ამიტომ ყველგან, სადაც შემსუბუქებები მიმდინარეობს, არის მეტი ყურადღება რეკომენდაციების დაცვაზე", - თქვა გამყრელიძემ.