508 ახალი შემთხვევა, 17 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

27.05.21 12:03
508 ახალი შემთხვევა, 17  გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  გარდაიცვალა 17 ადამიანი, 1481 კი გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში აცრილია 125601 ადამიანი, ბოლო 24 საათში კი 4291.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 358 ტესტი, მათ შორის 12 320 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 038 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.09 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.77%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.47%.