ე.წ. ინდური შტამი ქვეყანაში - 5 ინფიცირებულიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

27.05.21 20:50
ე.წ. ინდური შტამი ქვეყანაში - 5 ინფიცირებულიდან 2 საქართველოს მოქალაქეა

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა - ინფორმაცია მედიას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ მიაწოდა. 

სპეციალისტის თქმით, ორივე ინფოცირებულის მდგომარეობა მსუბუქია, მათი კონტაქტები გამოკვლეულია და ისინი იზოლაციაში არიან: 

ხუთი ადამიანიდან ორი საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია. შემოსულები იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში. ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია"- თქვა გამყრელიძემ. 

 მისი თქმით, 5 ინციცირებულიდან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მათ საქართველო უკვე დატოვეს: 

 საქართველოს მოქალაქეები შესაბამისად იზოლირებული არიან და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა, არიან სახლის პირობებში, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის შემთხვევა დაფიქსირდა.