ინდური შტამი საქართველოში - ინფექციონისტები შემთხვევათა ზრდას ვარაუდობენ

28.05.21 11:08
ინდური შტამი საქართველოში - ინფექციონისტები შემთხვევათა ზრდას ვარაუდობენ

ინფექციონისტები ვარაუდობენ, რომ  საქართველოსი ინდური შტამის დაფიქსირებამ შესაძლოა, შემთხვევათა ზრდა გამოიწვიოს. მაია ბუწაშვილი ფიქრობს, რომ ვაქცინების ეფექტურობა ინდური შტამის მიმართ შედარებით დაბალია, თუმცა ეფექტურია"ფაიზერის" ვაქცინა, რომელიც საქართველოში ამ ეტაპზე აღარ არსებობს.  

ინდური შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე ცნობილი შტამები, უფრო ადვილად გადაედება, მაგრამ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, ან უფრო მაღალი აქვს ლეტალობა, ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ვაქცინების ეფექტურობა ინდური შტამის მიმართ შედარებით დაბალია, თუმცა "ფაიზერის" ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია მაინც. "ასტრაზენეკას" ვაქცინას მხოლოდ 60%-იანი ეფექტურობა აქვს. რადგანაც ადვილად გადადის შეიძლება, გავრცელებამ ცოტა მოიმატოს. უფრო მეტად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ თუ მივიღებთ შემთხვევების აღმავლობას", - ამბობს მაია ბუწაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ინდური შტამი ე.წ. "ინდური მუტანტი" საქართველოში 5 ადამიანს გუშინ დაუფიქსირდა. აქედან 2 პაციენტი საქართველოს მოქალაქეა.