ყველაზე დიდი პრობლემაა ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესი - ვახტანგ სურგულაძე ახალ შტამზე

28.05.21 12:48
ყველაზე დიდი პრობლემაა ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესი - ვახტანგ სურგულაძე ახალ შტამზე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, ვახტანგ სურგულაძე ფიქრობს, რომ ინდურ შტამს ვაქცინა კარგად გაუმკლავდება, თუმცა ქვეყანაში მზაობა არ არსებობს. სურგულაძის აზრით, პრობლემა საქართველოში ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესია. 

კვლევები მიმდინარეობს როგორ მუშაობს ვაქცინა. "ასტრაზენეკამ" აჩვენა კარგი შედეგები და ჩემი აზრით, "ფაიზერიც", "მოდერნაც" და სხვა ჩინური ვაქცინებიც შედეგს მოგვცემენ.

რომელი შტამიც არ უნდა დაფიქსირდეს ქვეყანა უნდა იყოს მზად, მზადყოფნას ეხლაც კი ვერ ვატყობ და რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესი", - ამბობს სურგულაძე.