ქობულეთში COVID 19-ით ექიმი გარდაიცვალა

28.05.21 15:30
ქობულეთში COVID 19-ით ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი, 61 წლის ნაირა სურმანიძე, გარდაიცვალა.  ინფორმაციას "ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტალი" ავრცელებს. 

კორონავირუსმა ჩვენი კოლეგა, რადიოლოგი ნაირა სურმანიძე, იმსხვერპლა. ჩვენი ნაირა, საუკეთესო პიროვნული თვისებებით გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი. ჩვენი გუნდის უდიდესი ტკივილი და დანაკლისი. 

COVID-19 მას 10 მაისს დაუდასტურდა და ამ ხნის განმავლობაში ქობულეთის ერთ-ერთ კოვიდ-კლინიკაში მკურნალობდა. 

ბაუს საერთაშორისო ჰოსპიტალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.