EMA-მ Pfizer 12-15 წლის ბავშვებისთვის დაამტკიცა

28.05.21 20:27
EMA-მ Pfizer 12-15 წლის ბავშვებისთვის დაამტკიცა

ევროპის წამლების  სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო, Pfizer-ის ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებისთვის დაამტკიცა. 

ეს პირველი ვაქცინაა, რომელიც არასრულწლოვნებისთვის  ევროპაში დაამტკიცეს. 

 

კვლევის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინა ამ ასაკობრივი კატეგორიისთვის 100%-ით ეფექტური და უსაფრთხოა.

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ევროპაში 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის უკვე დაშვებულია.